English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ გიორგი ღაღანიძე
საექსპორტო სტრატეგიების ფორმირება და ფუნქციონირება თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის საფუძველზე

      წინამდებარე სტატიის თემა ავტორის კვლევის ობიექტია ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს ავტორის ძველი და ახალი კვლევების შეჯერებას. სტატიაში განხილულია საექსპორტო სტრატეგიების ფორმირება და მათი ურთიერთკავშირი თანამედროვე ინდუსტრილ პოლიტიკასთან. წლებისგანმავლობაშისაქართველოსსაქონლითვაჭრობისბალანსისდეფიციტიწარმოადგენდსერიოზულპრობლემასეკონომიკურიზრდისათვის. აღნიშნული პრობლემის კვლევას მიეძღვნა თსუ-ის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე შესრულებული ფუნდამენტური კვლევა - “საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ძირითადი მიმართულებები” (2017).

         საექსპორტო სტრატეგიებში მნიშვნელოვანია ისეთი ასპექტი, როგორიცაა მათ ფორმირებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა, პირველ რიგში, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს საექსპორტო სტრატეგიების ფორმირებას და აქვს სპეციალური პროგრამა - “ექსპორტი წარმართავს სიღარიბის დაძლევას”. ასევე აღსანიშნავია მსოფლიო ბანკის სხვადასხვა სექტორული ინიციატივები და კვლევები, რაც ორიენტირებულია საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დონორების მიერ ინიცირებული პროექტების წარმატება დამოკიდებულია მიმღები ქვეყნის მიერ არსებული რეალობის სწორ გააზრებაზე. საექსპორტო სტრატეგიებში დონორთა ჩართულობა წარმატებული იქნება, თუ თვით სტრატეგია ორიენტირებულია არსებული ან პოტენციური კონკურენტული უპირატესობის რეალიზაციაზე.

საკვანძო სიტყვები: საექსპორტო სტრატეგია, საექსპორტო სტრატეგიის ფორმირება და მართვა, თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა.

 

 

 

შესავალი

 

გლობალიზაციის პირობებში პრაქტიკულად წაიშალა საზღვარი შიდა და გარებაზრებს შორის. ექსპორტი გახდა ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და არა გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი შესაძლებლობა, სადაც გაზრდილ ეკონომიკურ რისკს უფრო მაღალი ფინანსური პრემია, უფრო მაღალი ფასების სახითა კომპენსირებდა. ეს რეალობა იცვლება და ექსპორტის მიმართ დამოკიდებულება ხდება უფრო პრაგმატული. კერძოდ, ის, რომ საექსპორტო ბაზრების განვითარება ბევრი ფირმისათვის, რომლებიც აწყდებიან ეკონომიკური მდგომარეობის გამოწვევებს, ხდება გადარჩენის შესაძლებლობა და არა არჩევანის საკითხი (O’Cass & Craig 2003). ამდენად, თავისთავად ცხადია, რომე ქსპორტის მნიშვნელობის ზრდის კვალობაზე, სახელმწიფო პოლიტიკა ექსპორტთან მიმართებით იცვლებოდა. ექსპორტის პირდაპირი სუბსიდირების მეთოდები იცვლება მისი ხელშეწყობის უფრო მოქნილი ფორმებით.

         XXI  საუკუნის გლობალურ ეკონომიკაში ექსპორტის პრობლემების გადაწყვეტა ცალკე, მთლიანად კომპლექსური მიდგომების გარეშე შეუძლებელია. ალბათ, აღარაა აუცილებელი მსჯელობა იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ ექსპორტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ამცირებს სავალუტო კრიზისის საფრთხეს და ა.შ. წინამდებარე სტატიის მიზანია, საექსპორტო სტრატეგიების ფორმირებისა და ფუნქციონირების დღევანდელ დღეს ექსპორტის ზრდა განხილულ იქნეს, როგორც თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რომლის ამოცანაა კონკურეტუნარიანობის ზრდის კვალობაზე ახალი ბაზრების ათვისება. საექსპორტო სტრატეგიებისა და ინდუსტრიული პოლიტიკის ურთიერთკავშირის განხილვისას უნდა მოვახდინოთ საექსპორტო სტრატეგიების გარკვეული კლასიფიკაცია.

 

საექსპორტო სტრატეგიები

 

საექსპორტო სტრატეგიები როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად კარგად შესწავლილი ველია (O’Cass & Craig 2003; ღაღანიძე 2015; 2018; Gaganidze 2018) თუმცა, ეკონომიკის გლობალიზაციით გამოწვეული დინამიზმი მუდმივად მოითხოვს კორექტივებს.

         საექსპორტო სტრატეგიაში არსებითია როგორც ბაზარი და ბაზარზე შესვლის კონკრეტული ფორმა და დრო, ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია საექსპორტო პროდუქტი. განსაკუთრებულად უნდა  გამოიყოს ბაზრის სპეციფიკაციის საკითხი, აქ მნიშვნელოვანია, როგორც ბაზრის გეოგრაფიული თავისებურებები, ასევე ამა თუ იმ ბაზრის კონკრეტული სეგმენტების განსაზღვრა, როგორც წარმატების საწინდარი. ამ მიმართულებით თეორეტიკოსი მკვლევარები, სხვადასხვა მიდგომას თავაზობენ პრაქტიკოს ექსპორტიორებს. ავიღოთ უმარტივესი კლასიფიკაცია: ა) არსებული საექსპორტო პროდუქტების საბაზრო ექსპანსიის ზრდა; ბ) არსებული საექსპორტო პროდუქტების არსებულ ბაზრებზე უფრო მაღალ საფასო ნიშებში გაყიდვა; გ) ახალი საექსპორტო პროდუქტების შექმნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამივე საექსპორტო სტრატეგია შესაძლებელია განხორციელდეს ერთი და იმავე ექსპორტის ხელშემწყობი ღონისძიებების ფორმატში, თუმცა საექსპორტო სტრატეგიების რეალიზაციის კონკრეტული მექანიზმები განსხვავებულია. საბაზრო ექსპანსიისათვის აუცილებელია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფართოება. საქართველოს რეალობაში ამ მიმართულებამ დაადასტურა თავისი ეფექტიანობა. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ცხადია, მისასალმებელია. ასევე საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობოდა რე-ექსპორტის განვითარებას, რაც (ღაღანიძე, 2015) ცხადია,  წარმოადგენს მნიშვნელოვან მიმართულებას, თუმცა მისი როლის გაზვიადება არასწორია.

          ამ თემაზე ავტორის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ნათლად დაადასტურა რე-ექსპორტის ზრდის მეშვეობით დეფიციტური სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების შეუძლებლობა. ავტორმა განახორციელა შესაბამისი კვლევა, თავის ადრინდელ პუბლიკაციაში. უცვლელად მოგვყაქვს ის: “რამდენად შესაძლებელია რე-ექსპორტის ზრდის ხარჯზე სასაქონლო ბალანსის დეფიციტის აღმოფხვრა. აღნიშნული საკითხის რაოდენობრივი ანალიზისათვის გამოვიყენოთ რეგულირების თეორიის ზოგადი ფორმულა. ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა შემდეგია:

          საქართველო როგორც ღია ეკონომიკა მოიხმარს დიდი რაოდენობით იმპორტს, რომელიც ასევე გამოიყენება ექსპორტის განხორციელებისათვის.

          არსებული მთლიანი სამამულო პროდუქტი (GDP) (პაპავა & სილაგაძე, 2019)  განიხილება როგორც რეგულირებადი სისტემა, იმპორტი შემავალი ცვლადია, ხოლო ექსპორტი გამომავალი.

          რეგულირების ზოგადი ფორმულის მიხედვით, არსებული მთლიანი სამამულო პროდუქტის, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლების საფუძველზე გამოვთვალოთ რეგულირების მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობისათვის.

          რეგულატორის არსებული მაჩვენებლის გამოყენებით გამოვთვალოთ თუ მთლიანი სამამულო პროდუქტის რა მნიშვნელობისათვის მიაღწევს ექსპორტი იმპორტის ტოლობას. ამდენად მოგვეცემა შესაძლებლობა შევაფასოთ ექსპორტის ზრდის პერსპექტივა.

     ამდენად გვექნება შემდეგი საერთო ფორმულა,

 Y=S/(1-SXR)X,

 

სადაც:

Y – ექსპორტი;

X -  იმპორტი;

S  - მთლიანი სამამულო პროდუქტი;

R -  რეგულატორი

აღნიშნულ ფორმულაში შესაბამისი მონაცემების ჩასმით (იმპორტი 9,1 მლრდ; ექსპორტი 3,4 მლრდ, მთლიანი სამამულო პროდუქტი 14,6 მლრდ, მონაცემები აღებულია 2018 წლისათვის) ვიღებთ რეგულატორის მნიშვნელობას  2,6. ამის შემდეგ ისმება ამოცანა, ამ რეგულატორის პირობებში როდის გაუტოლდება ექსპორტი იმპორტს. გამოთვლები აჩვენებენ 625 მლნ-ს (არსებული მთლიანი სამამულო პროდუქტი 14,6 მლრდ), ანუ ექსპორტი იმპორტს ვეღარ გაუტოლდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი რეგულატორის პირობებში საქართველოსათვის ექსპორტი ვერასოდეს გაუტოლდება იმპორტს.

         ამდენად, აუცილებელია რეგულატორის ცვლილება ანუ ახალი საექსპორტო პროდუქტების გამოშვება.

         რეგულატორის მნიშვნელობის ზრდა განხორციელდება თუ საქართველოში შეიქმნება მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საექსპორტო პროდუქცია. თეორიული დაშვების დონეზე დადასტურებულია შემდეგი ჰიპოთეზა: დაბალი დამატებული ღირებულების მქონე საექსპორტო პროდუქციის რეალიზაციით შეუძლებელი იქნება საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. ამდენად აუცილებელია ახალი საექსპორტო პროდუქტების შექმნა, რომლებსაც ექნებათ მაღალი დამატებული ღირებულება (ღაღანიძე 2019).

          უფრო მაღალ საფასო სეგმენტებში საექსპორტო პროდუქციის რეალიზაცია, ასევე კარგად ცნობილი მოდელია, სადაც გამოიყენება სტანდარტული მეთოდები. კერძოდ კი - საბაზო ნიშის ცვლილება, პროდუქციის გაყიდვა შემავსებელ პროდუქტებთან ერთად, სპეციალური გაყიდვების მასტიმულირებელი ღონისძიებები. ახალი საექსპორტო პროდუქტების შექმნისას კი აუცილებელია თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის მიდგომების გამოყენება.

          განვიხილოთ საქართველოს საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის რამოდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრიც.

          მიზანშეწონილია ამ პარამეტრების განხილვა იმ ინდექსების მეშვეობით, რომლებიც საუკეთესო წარმოდგენას გვაძლევს საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის მდგომარეობაზე ვაჭრობის ინტენსივობის ინდექსი გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ სავაჭრო პარტნიორის მნიშვნელობა.

          ვაჭრობის ინტენსიურობის ინდექსი გარკვეულწილად იძლევა შესაძლებლობას შევაფასოთ საექსპორტო პოტენციალი კონკრეტული ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის მიმართ: Xij- I ქვეყნის ექსპორტი J ქვეყანაში; Xi I ქვეყნის მთლიანი ექსპორტი; MjMj ქვეყნის მთლიანი იმპორტი; MM მსოფლიო იმპორტი.  Iij=(Xij/Xi)/(Mj/M) მიღებული მაჩვენებელი Iij თუ მეტია 1-ზე, მაშინ თქვენი სავაჭრო პარტნიორი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ვიდრე თქვენ მისთვის. თუ მიღებული მაჩვენებელი ერთის ტოლია, თქვენი საექსპორტო პოტენციალი ადეკვატურია თქვენი შესაძლებლობებისა და იმპორტიორი ქვეყნის შესაძლებლობებისა, ხოლო თუ ის 1-ზე ნაკლებია, მაშინ თქვენს ექსპორტს აქვს გამოუყენებელი პოტენციალი. ამ შემთხვევაში გამოუყენებელი საექსპორტო პოტენციალი განისაზღვრება, როგორც სხვაობა - რა იქნებოდა თქვენი ექსპორტის მაჩვენებელი, რომ ყოფილიყო 1-ის ტოლი და რა არის რეალურად. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიდგომას აქვს პრაქტიკული ფასეულობა, რაც რეალურ უპირატესობად - ფირმის დონეზე გარდაიქმნება მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას. კერძოდ, ესაა ფირმის მიერ დადგენილი პროდქუციის ექსპორტისა და ქვეყანაში ამ პროდუქციის იმპორტის თანაფარდობა. შესაბამისად, ვაჭრობის ინტენსივობის ინდექსის მნიშვნელობა ზოგადად მიანიშნებს სავაჭრო პარტნიორის მნიშვნელობაზე და კარგი ინდიკატორია ისეთი მაკროაქტივობის დასაგეგმად და განსახორციელებლად, როგორიცაა სავაჭრო რეჟიმის გაუმჯობესება, სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა, სავაჭრო მისიის დაგეგმვა.

მიკროდონეზე მიზანშეწონილია უფრო ჩაღრმავებული ინდექსების განხილვა. კერძოდ, ვაჭრობის ინტენსივობის ინდექსის მოდიფიკაცია იმ სასაქონლო ჯგუფის გათვალისწინებით, რომლის ექსპორტირებასაც აპირებს ფირმა.

           ამ შემთხვევაში საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ინტენსივობის ინდექსი (დასახელება ავტორის მიერაა შემოთავაზებული - (Gaganidze 2018)), მიიღებს შემდეგ მნიშვნელობას

Eaij=(Xaij/Xai)(Maj/Ma),

სადაც:

Xaij – i ქვეყნისმიერ a პროდუქციის ექსპორტია j ქვეყანაში;

Xai -i ქვეყნისმიერ a პროდუქციის მთლიანი ექსპორტი;

Maj – a პროდუქციის იმპორტი j ქვეყანაში;

Ma - a პროდუქციის მსოფლიო იმპორტი.

         a პროდუქცია განიხილება სასაქონლო ნომენკლატურის ჰარმონიზებული სისტემის 4-ნიშნა დონეზე, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გათვლების ჩატარება 6 ან 8-ნიშნა დონეზე იძლევა უფრო ზუსტ სურათს.

         ამ მეთოდიკით ჩატარებული კვლევა იძლევა კონკრეტულ ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალის შეფასების შესაძლებლობას. ცხადია, 3 ან 4 საექსპორტო ალტერნატივის არსებობისას, უპირატესობა მიეცემა იმ ქვეყანას, სადაც პოტენციალი ყველაზე მნიშვნელოვნად გამოიყურება.

ცალკეული ინდექსით მიღებული შედეგების ინტერპრეტაციისათვის აუცილებელია საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლების შედარება ექსპორტის მაჩვენებლებით მოწინავე ქვეყნებთან.

 

 

 

 

 

მსოფლიონკურენტუნარიანობისინდექსშიწამყვანიქვეყნებისადასაქართველოსფუნდამენტურისაექსპორტომაჩვენებლები.

ცხრილი 1.

სახელმწიფო

ექსპორტი

ათას. აშშ

დოლარი

სავაჭრო ბალანსის სალდო ათას.აშშ დოლარი

ექსპორტის წილი მსოფლიო ექსპორტში

         (% )

იმპორტის

წილიმსოფლიო იმპორტში(% )

საექსპორტო პროდუქციის

რაოდენობა

სამი პროდუქტის წილი მთელ ექსპორტში (% )

სამი ბაზრის წილი მთელ ექსპორტში(% )

შვეიცარია

304 688 646

35 533 861

1,89

1.64

4541

46,2

37,2

აშშ

1453169633

-796 491 086

9,00

13,73

5168

15,6

42,2

სინგაპური

329 868 096

46 862 251

2,04

1,73

4620

25,2

36,2

ჰოლანდია

569 376 621

65 196 526

3,53

3,08

4985

18,0

41,5

გფრ

1 340 751 954

  280 079 536

8,3

6,47

4950

13,3

24,3

საქართველო

2 113 469

-5 121 169

0,01

0,04

1735

30,9

26,0

 

ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ მეორე ცხრილიც.

 

საგარეოვაჭრობაშიწამყვანიქვეყნებისადასაქართველოსსაგარეოვაჭრობისმაჩვენებლებისშედარება

ცხრილი 2.

სახელმწიფო

ექსპორტი

(მლნ. აშშ დოლარი)

სავაჭრო ბალანსის სალდო (მლნ. აშშ დოლარი)

ექსპორტის წილი მსოფლიო ექსპორტში

        (% )

რანჟირება

მანძილი იმპორტიორ ქვეყანამდე

         (კმ)

ექსპორტის

კონცენტრაცია

შვეიცარია

380.2

57.2

1.7

20

4436

0.08

აშშ

1,754.0

-1.183.0

8

2

6755

0.07

სინგაპური

458.0

50.8

2.1

15

4838

0.07

ჰოლანდია

694.0

70.6

3.2

5

2356

0.08

გფრ

1.626.0

205.2

7.4

3

3075

0.04

საქართველო

3.3

4.4

0.002

122

3175

0.09

 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მაჩვენებლები მხოლოდ რამოდენიმე შემთხვევაში განსხვავდება წამყვანი ქვეყნების მაჩვენებლებისაგან. თუმცა, არსებობს ერთი ფუნდამენტური განსხვავება ესაა საექსპორტო პროდუქციის რაოდენობა სტანდარტული კლასიფიკაციის 4-ნიშნადონეზე, ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის წარმოადგენს 1735-ს. სხვა სიტყვებით რომ ითქვას ჩვენი პრობლემა არა არსებული საექსპორტო პროდუქციის გაყიდვაა, არამედ პრობლემაა საექსპორტო პროდუქციის არარსებობა. ახალი საექსპორტო პროდუქტების შექმნა კი, თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია.

საექსპორტო სტრატეგიისა და თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის კავშირი

ნებისმიერი სტრატეგიის წარმატება წარმოადგენს კონკურენტული უპირატესობის რეალიზაციას, ე.ი. რამდენად კარგად იქნება რეალიზებული კონკურენტული უპირატესობა საექსპორტო სტრატეგიაში, იმდენად წარმატებული იქნება სტრატეგია. ხშირად კონკურენტული უპირატესობა განიხილება, როგორც სტრატეგიის ამოსავალი ნაწილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებული საექსპორტო სტრატეგია შეიძლება გახდეს კონკურენტული უპირატესობის ფორმირების წყარო. დავუშვათ, მოხდა გარკვეული პროდუქციის ექსპორტი, მისი მაღალი ხარისხის ხარჯზე გაზრდილი რეალიზაციის მოცულობა შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ერთეულზე ფარდობითი ეკონომიის მიღწევა, რაც, თავის მხრივ, ახალი კონკურენტული უპირატესობაა და გამოიხატება უფრო დაბალი ფასებით ახალ საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის შეთავაზებაში.

           განსახილველი თემატიკის ფორმატში მნიშვნელოვანია დაზუსტებულ იქნას:

  • რა არის ძველი ინდუსტრიული პოლიტიკა?
  • ფოკუსირებულია მთავრობის როლის განსაზღვრაზე ეკონომიკაში, კონკრეტულად კი რამდენად შეუძლია შეარჩიოს სხვადასხვა სექტორებს შორის.
  • რა არის თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა?
  • იმის გააზრება, რომ მთავრობას შეუძლია და უნდა აარჩიოს სექტორები

აქტუალურია ასევე ის, თუ რა კითხვებზე უნდა გაიცეს პასუხები:

1.  ვინ არჩევს სექტორებს?

2. რის საფუძველზე ირჩევენ სექტორებს?

3. რა არის ძირითადი ინსტრუმენტები სექტორების განვითარებისათვის?

4. როგორ შეუძლია ინდუსტრიულ პოლიტიკას ხელი შეუწყოს ინოვაციებს და ადამიანური კაპიტალის განვითარებას?

5. როგორ უნდა მოხდეს ინდუსტრიული პოლიტიკის მონიტორინგი და შეფასება?

თანამედროვე ინდუსტრიულმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს:

  • ეკონომიკის ტრანსფორმირება. ეს ნიშნავს სამ მიმართულებას: ეკონომიკის დივერსიფიცირება, პროდუქტის/მომსახურეობის კონკურენტუნარიანობის ზრდა და რესურსების (შრომითი და კაპიტალის) ტრანსფერი უფრო პროდუქტიულ სექტორებში (Jesus 2015). თანამედროვე ინდუსტრიულ პოლიტიკაში აქტიურადაა ჩართული კერძო სექტორი, ხოლო კოორდინაცია წარმოადგენს ინდუსტრიული პოლიტიკის წარმატების  მთავარ ღერძს.

ლისაბონის სტრატეგია

  • 2010 წლისათვის ევროკავშირი გახდეს ყველაზე უფრო კონკურენტული და ცოდნაზე დაფუძნებულიე კონომიკა მსოფლიოში, რომელსაც შესწევს უნარი შექმნას უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა, ბევრი და უკეთესი სამუშაო ადგილები და სოციალური ჰარმონია და მდგრადი ბუნებრივი გარემო.
  • მიზანი ვერ იქნა მიღწეული და შეიცვალა ახალი ინდუსტრიული პოლიტიკით - სტარტეგია ევროპა 2020.
  • განისაზღვრა სამი კონკრეტული მიზანი:
  • ჭკვიანური ზრდა: ეკონომიკის განვითარება რომელიც ეფუძნება ცოდნას და ინოვაციებს.
  • მდგრადი ზრდა: რესურსულად ეფექტიანი, უფრო მეტად მწვანე და კონკურენტული ეკონომიკის განვითარება.
  • ინკლუზიური ზრდა: დასაქმების მაღალი მაჩვენებლების უზრუნველყოფა სოციალური და ტერიტორიული თანაბრობის პირობებში.
  • ინდიკატორები:
  • 20-64 წლის მოსახლეობის 75% დასაქმება
  • ევროკავშირის მთლიანი სამამულო პროდუქტის 3% ინვესტირებული უნდა იქნას კვლევებში
  • 20/20/20 კლიმატ/ენერგიის მიზნები
  • სკოლის ადრეულ ასაკში დატოვება უნდა შემცირდეს 10%-ით, ახალგაზრდობის მინიმუმ 40%-ს უნდა ქონდეს სპეციალური განათლება.
  • 20 მლნ ადამიანით ნაკლები უნდა იყოს სიღარიბის საფრთხის წინაშე.

ამ მიზნების მისაღწევად შეიქმნა 7 გენერალური მიმართულება:

1.     “საინოვაციო კავშირი” ჩარჩო პირობების დაფინანსებაზე წვდომის გაუმჯობესება, რათა მოხდეს ინოვაციური იდეების გარდაქმნა პროდუქცია/მომსახურებაში;

2.     “ახალგაზრდობის წინსვლა” განათლების სისტემის გაუმჯობესება და ახალგაზრდებისათვის შრომის ბაზარზე შესვლის გამარტივება.

3.     “ციფრული ევროპა” მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება, რათა გაუმჯობესდეს წვდომა ციფრულ ბაზრებზე შინამეურნეობებისა და  ფირმების მხრიდან.

4.     ”რესურსეფეტიანი ევროპა” განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდა, ენერგოეფექტიანობის ამაღლება.

5.   “ინდუსტრიული პოლიტიკა გლობალიზაციის ერაში” ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, განსაკუთებით მცირე დ ასაშუალო ბიზნესისათვის, ძლიერიდამდგრადიინდუსტრიულიბაზისგანვითარება, რომელიცკონკურენტულიიქნებაგლობალურად. 

6.     “ახალი უნარები და ახალი სამუშაო ადგილები” სამუშაო ძალის ბაზრის მოდერნიზება და ადამიანების უნარების განვითარება მთელი სიცოცხლის მანძილზე.

7.     “ევროპული პლატფორმა სიღარიბის წინააღმდეგ” ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების სარგებლის ჰარმონიული გადანაწილება. 

         საექსპორტო სტრატეგიებზე მსჯელობისას გვერდს ვერ ავუვლით ისეთ მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა მათ ფორმირებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა, პირველ რიგში, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს საექსპორტო სტრატეგიების ფორმირებას და აქვს სპეციალური პროგრამა - “ექსპორტი წარმართავს სიღარიბის დაძლევას”ასევე აღსანიშნავია მსოფლიო ბანკის სხვადასხვა სექტორული ინიციატივები და კვლევები, რაც ორიენტირებულია საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დონორების მიერ ინიცირებული პროექტების წარმატება დამოკიდებულია მიმღები ქვეყნის მიერ არსებული რეალობის სწორ გააზრებაზე. თუ არ არსებობს კონკურენტული უპირატესობა, საერთაშორისო დონორთა ჩართულობა ვერ შეცვლის ამას და პროექტი არ გახდება მდგრადი.

        საექსპორტო სტრატეგიებში დონორთა ჩართულობა წარმატებული იქნება, თუ თვით სტრატეგია ორიენტირებულია არსებული ან პოტენციური კონკურენტული უპირატესობის რეალიზაციაზე. მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევის მიხედვით: “ვაჭრობის ხელშეწყობად განიხილება ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამცირებს ექსპორტის/იმპორტის ტარიფებს. ზღვრული ეფექტიანობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მცირდება მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლების ზრდასთან ერთად, და იზრდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი”. გამოიყოფა ვაჭრობის ხელშეწყობის “მყარი” და “რბილი” ფაქტორები.ვაჭრობის ხელშემწყობ “მყარ” ფაქტორებში გამოიყოფა ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ხოლო “რბილ” ფაქტორებში-გამჭვირვალობა/საბაჟო მენეჯმენტი და ბიზნესგარემო. პირველ რიგში, აუცილებელია სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა. ასეთი მექანიზმებია კონკურენტუნარიანობის საბჭოები, დარგობრივი ასოციაციები და ა.შ. კონკურენტუნარიანობის საბჭოები არამხოლოდ, მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ ქვეყნის, მისი ცალკეული დარგების კონკურენტუნარიანობაზე, არამედ ასევე ხელს უწყობენ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის შეთანხმების ფორმირებას განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

 

ლიტერატურა:

  • საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ძირითადი მიმართულებები”. თსუ გამომცემლობა 2017.
  • O’Cass A., Craig J. (2003), “Examining Firm and Environmental Influences on Export Marketing Mix Strategy and Export Performance of Australian Exporters”. European Journal of Marketing, 37(9314) 366-84.
  • ღაღანიძე, გ. (2015). საექსპორტო პოტენციალი და კონკურენტული უპირატესობა,  ჟურნალი “ეკონომიკა და ბიზნესი”, N3.
  • პაპავა, ვ., სილაგაძე, ა. (2019). როგორ უნდა ითარგმნოს ქართულად ტერმინი ”GROSS DOMESTIC PRODUCT”. გლობალიზაცია და ბიზნესი,  7, 203-204.
  • ღაღანიძე გ. (2019). ექსპორტის ზრდა: ახალი საექსპორტო პროდუქციის შექმნის აუცილებლობა.„გლობალიზაცია და ბიზნესი“, N7,24-31.
  • Gaganidze G. (2018).  Competitiveness of the Country, how the Basis for the Formation of an Effective Export Strategy. Proceedings of International conference ICABMIT, 13-14 November, Cannes, France.
  • Jesus, F. (Edited)  (2015). Development and Modern Industrial Policy in Practice, Issues and Country Experiences, Edward Elgar Publishing.

 

References:

  •  sakartvelos sagareo savachro balansis gaumjobesebis dziritadi mimartulebebi. [Main Directions of Improvement of Foreign Trade Balance of Georgia (2017). TSU Publishing House.]   in Georgian.
  • O’Cass A., Craig J. (2003). “Examining Firm and Environmental Influences on Export Marketing Mix Strategy and Export Performance of Australian Exporters”. European Journal of Marketing, 37 (9314) 366-84.
  • Gaganidze G. (2015). saeksporto potentsiali da konkurentuli upiratesoba [Export Potential and Competitive Advantage, "Economics Business", Vol. XIII, N3, 2015.] in Georgian.
  • Papava V., Silagadze A. (2019). rogor unda itargmnos kartulad termini "GROSS DOMESTIC PRODUCT"? [ How should the Term "GROSS DOMESTIC PRODUCT" be Translated into Georgian? “Globalization and business”. 7, 203-204.] in Georgian.
  • Gaganidze G. (2019). eksportis zrda: akhali saeksporto produktsiis shekmnis autsilebloba. [Export growth: the Need to Create New Export Products. “Globalization and business”, N7, N7,24-31.] in Georgian.
  • Gaganidze G. (2018).  Competitiveness of the Country, how the Basis for the Formation of an Effective Export Strategy. Proceedings of International Conference ICABMIT, 13-14 November, Cannes, France.
  • Jesus F. (Edited)  (2015). Development and Modern Industrial Policy in Practice, Issues and Country Experiences, Edward Elgar Publishing.